www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2021-03-31
ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალურ მუზეუმში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, სანთლები დაანთეს და გარდაცვალების ადგილი ყვავილებით შეამკეს. ასევე ყვავილებით შეამკეს საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის და ხობის მუნიციპალიტეტის პირველი პრეფექტის, თენგიზ ქაჯაიას საფლავი და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ძველ ხიბულაში მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია 2019-20 წლებში ფონდმა ,,ქართუმ“ განახორციელა. ფონდის დაფინანსებით მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.