www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-

ახალსოფელი: ახალსოფლის შესახებ

ადმინისტრაციული შენობა

ახალსოფელი

 
ფართობი - 2264,63 ჰა.
მოსახლეობა - 1670 ადამიანი.
შემავალი სოფლები: ახალსოფელი (თემის ცენტრი), განთიადი, გაღმა პირველი ხორგა. 
 მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 12 კმ
 
ახალსოფლის თემი მდებარეობს მდინარე ხობის მარცხენა ნაპირზე, ოდიშ-გურიის დაბლობზე (ზღვის დონიდან 35 მ) ხობიდან დაშორებულია 12 კმ-ით. მას ესაზღვრება სოფლები: შუა ხორგა, გურიფული, ჭალადიდი, საგვიჩიო. თემში შემავალი სოფლებია: ახალისოფელი (თემის ცენტრი), განთიადი (მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე) და გაღმა პირველი ხორგა, რომელიც ხობიდან დაშორებულია 28 კმ-ით, სენაკიდან - 19 კმ-ით. ახალსოფელი და განთიადი შეიქმნა 1949-50 წლებში იმერეთიდან, კერძოდ სოფელ ბორითიდან ჩამოსახლებულთაგან, მათ გაკაფეს ტყე, დააშრეს ჭაობი და დაარსდა განთიადის სასოფლო საბჭო, რომელსაც 1965 წელს ეწოდა ახალი სოფლის სასოფლო საბჭო.
ახალსოფელში ცხოვრობს 173 გვარის 650 კომლი, 1670 სული ადამიანი. გავრცელებული გვარებია: ნადარაია, გრიგალაშვილი, ბარბაქაძე, ჩადუნელი, წიქარიშვილი, ხარაიშვილი, აბურჯანია, ცხადაია, აბრამია, ალექსანდრია, კანკავა, პაპავა, ადანაია, თირქია, კაპანაძე, ქარდავა, ქებურია, ჩხიტუნიძე, ცარციძე, ჟორდანია.
სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი.
მოსახლეობა ძირითადად მისდევს მარცვლეული კულტურების მოყვანას და მესაქონლეობას, აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს ტექნიკური და სუბტროპიკული კულტურები.
XIX საუკუნეში და XX საუკუნის პირველ მეოთხედში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე გაღმა პირველი ხორგა და შუა ხორგა ერთ ადმინისტრაციულ, ხორგის თემში შედიოდა.
გაღმა პირველ ხორგაში მდგარა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. 
 სოფელში ფიქსირდება საინტერესო ტოპონიმები: ღელეები - დიდჭყონი, კინტრიშე, ოკარებე, ონთუაფუ, ჭყოროკი; ტყეები სახელწოდებით: სონჯი, ობუნეში, ძგიძგიბონი. ზღვაია - ტბორი, მუხური - ჭალა, ნაჭაკუ - მორევი, საჯგუბურიო - მინდორი, 
სოფლის განაპირას არის ტყე, რომელსაც „ოცხენეს“ ანუ ,,საცხენოს“ ეძახიან. აქ მოედინება ღელე „ოცხენე“, ამ ტყეში შემორჩენილია ძველკოლხური პერიოდის ნამოსახლარი, ხელოვნური მიწაზვინული „დიხაგუძუბების“’ ტიპისა, რომელსაც „დიშ ნოხორი“ ჰქვია, რაც დევის ნამოსახლარს ნიშნავს.
 
ლიტერატურა:
პაატა ცხადია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. ხობის რაიონი ქ. ფოთი. თბ. 2007
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია. ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი თბილისი 2000.
ფოთის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2002 წელი.
თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2011 წელი.
 

ასევე იხილე კატეგორიაში - ახალსოფელი: