www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge  www.khobi.ge www.khobi.ge

შუა ხორგა: შუა ხორგის შესახებ

 

 
შუა ხორგა
ფართობი - 1890,15 ჰა.
მოსახლეობა - 1452 ადამიანი.
შემავალი სოფლები: გაღმა შუა ხორგა (თემის ცენტრი), გამოღმა შუა ხორგა, ყორათი.
მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 12 კმ.
შუა ხორგა მდინარე ხობის ორივე ნაპირზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 9-10 მეტრის სიმაღლეზე. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 11 კმ-ით. ძველად ხორგა ეწოდებოდა ვრცელ ტერიტორიას ხობიდან ყულევამდე მდინარე ხობის  ორივე მხარეზე და ეს მიწები ძველი საბუთებით ხობის მონასტრის საკუთრება იყო.
,,ხორგუ“ - მეგრულში ხვავს ნიშნავს, ხორგელებს სჯერათ, რომ ხვავიან-ბარაქიანი მიწის გამო ეწოდა სოფელს ,,ხორგა“. აქ ყველაფერი „იხორგუ“ ხვავდება, ლაზურ ენაშიც ფუძე ,,ხორგა’’ასევე ნიშნავს დოვლათიან ადგილს. ამ ტოპონიმიკასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მდინარე ხობზე დგამდნენ ქვის ან ხის ტოტების საგანგებო ხერგილს, სადაც თევზი საზამთროდ იბუდებდა და ადვილი დასაჭერი იყო, ამიტომაც, სავარაუდოდ, ხორგა შეიძლება გავაიგივოთ სახელ ,,ხერგილთან’’. ხორგაში 515 კომლი ცხოვრობს. გავრცელებული გვარებია: ბერაია, ჯობავა, წულაია, დათუაშვილი, ცირდავა, ქირია, ღურჯია, ნარსია, ლატარია, ყურუა, ჯიქია, სარჩიმელია, ქაცარავა, კიზირია, შელია....
სოფელში ფუნქციონირებს საჯარო სკოლა და ორი საბავშვო ბაღი. სკოლა XIX საუკუნეში, კერძოდ 1872 წელს დაარსდა. 
სოფლის ნიადაგზე კარგად ხარობს მარცვლეული კულტურები, ცინტრუსი, დაფნა, თხილი, სამკურნალო მცენარეები: ალოე, კალანხოე. მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას და მარცვლეული კულტურების მოყვანას.
 საინტერესო ტოპონიმებია: ღელეები: ასუა, გიოშხაპუ, ზანაღალუ, ლეფონასკური, ოჩხომური, ღადიდი, მაღლეკი, ოკვინორე, ხანჭკოლა; სახნავები: კოკმუხური, სანაჩხონი. საძოვრები: ხატმუხური. ჯაღურელი - ტყე, ჯიხა - ადგილი საწულაიოში, უბნები - სანასარაიო, სალატარიო, საბერაიო, საღურჯიო, საშენგელიო, საწულაიო, საჯობა, სამურღულიო, სახოჭოლა.
სოფელში მიწისზედა ისტორიული ძეგლები შემორჩენილი არ არის, მდინარის გაღმა-გამოღმა სასაფლაოებზე ეკლესიები მდგარა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდგომ დაუნგრევიათ. რამდენიმე ადგილას შემორჩენილია ძველკოლხური პერიოდის ნამოსახლარები, მათი უმრავლესობა ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ძლიერ არის დაზიანებული.
ლიტერატურა:
თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2004 წელი.
პაატა ცხადაია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. III ხობის რაიონი. ქ. ფოთი. თბ. 2007.
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია, ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007. 
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი-თბილისი 2000.
ფოთისა და ხობის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2001
 

ასევე იხილე კატეგორიაში - შუა ხორგა: