
ხობის მუნიციპალიტეტის საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად 40 მეტრზე მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 35 000 ლარს შეადგენს. სოფელ საგვიჩიოში, გაბიონის მოწყობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.
Facebook