www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

2017-08-12
ხობში საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ იზეიმეს
12 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების, ნახატების და ფერწერული ტილოების გამოფენა, ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა სპორტული შეჯიბრებები ქართულ ჭიდაობაში, ლელობურთში, მკლავჭიდსა და ნარდში. სახელდახელოდ მოწყობილ ფაცხებში, სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ მეგრული კერძები და მოესმინათ მეგრული სიმღერები ანსამბლ „კოლხეთის“ შესრულებით.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგილიმ, პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარე  ედიშერ ჯობავამ დღესასწაულზე მობრძანებულთ „ცოტნეობისა“ და „დიდგორობის“ დღესასწაული მიულოცეს და ისაუბრეს წმინდა ცოტნე აღმსარებელის განსაკუთრებული ღვაწლისა და „ძლევაი საკვირველის“  შესახებ.
დღესასწაულზე ხობის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია გაიმართა. ირაკლი გეთიას, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მწვრთნელს, ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის (ჭადრაკის) განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და რევაზ მიხელაშვილს, სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ხობის ჰოსპიტალის ექიმ-ტრავმატოლოგს, ხობის მუნიციპალიტეტში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ.
დღესასწაული კონცერტით დასრულდა. მაყურებლის წინაშე თავიანთი შემოქმედებით გიორგი მეფისაშვილი, თეატრალური კვარტეტი და ანსამბლი „კოლხეთი წარსდგნენ.
 
2017-08-12
დეპუტატის ინიციატივია

12 აგვისტოს „ცოტნეობის“ დღესასწაულზე მობრძანებულ სტუმრებს საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ სიტყვით მიმართა და მოყვასთათვის თავდადებული ცოტნე აღმსარებლის ღვაწლსა და საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დღეზე - „დიდგორობის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. დეპუტატმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული საქმიანობის შედეგად ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზანს ახალგაზრდების მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ მიზანდასახულობით, ქალაქ ხობში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე - „ჭადრების“ ხეივანში მოეწყობა ინფრასტრუქტურა, სადაც ახალგაზრდებს, კომფორტულ გარემოში დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა ექნებათ.