www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 

2017-02-24
დეპუტატი სტადიონზე მიმდინარე სამუშაოს გაეცნო
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად, ხობის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟების სამუშაოს გაეცნო.
ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება  და მისი ღირებულება 445 ათას ლარს შეადგენს.  
პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება 4000 ინდივიდუალური სკამი, აშენდება ახალი შენობა-ნაგებობა სპორტსმენთა და მწვრთნელთათვის, მოწესრიგდება წყლის მომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის სისტემა. 
სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს. 
 
2017-02-24
ლექცია თემაზე განრიდება და მედიაცია არასრულწლოვანებში
ქ. ხობის N2 საჯარო სკოლაში ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ალექსანდრე კოდუა საზოგადოებრივი პროექტის ფარგლებში მაღალი კლასის მოსწავლეებს შეხვდა.  პროკურორმა  ლექცია  ჩაატარა  თემაზე „განრიდება და მედიაცია არასრულწლოვანებში“. 
   აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია არასრულწლოვანს მისცეს ერთი შანსი და ხელი შეუწყოს მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთანავე, პროგრამა ემსახურება დაზარალებულების კმაყოფილების დონის გაზრდასა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის ღონისძიებებში მათ  ჩართვას.
   განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს აქვს შესაძლებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ფოთის რაიონული პროკურატურა    ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში,  სხვადასხვა სახის ღონისძიებებს  ეტაპობრივად განახორციელებს.
 
2017-02-24
დეპუტატი სოფელ ზენში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს გაეცნო
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად, საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზენში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოს გაეცნო.
სოფელ ზენში, პროექტის ფარგლებში 3300 მეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა: წყალსაწრეტი არხები,  ბეტონის ბორდიურები,  მილხიდები,  ეზოებში შესასვლელები და განხორციელდება ორი ხიდის რეაბილიტაცია.
          პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 859141 ლარს შეადგენს და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული  კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.
 
2017-02-24
საბჭოთა ოკუპაციის დღე

თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ოკუპაციის პერიოდის ამსახველი ფოტო მასალების გამოფენა; ხოლო ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით, 1921 წლის ოკუპაციის შესახებ შემეცნებითი ხასიათის საუბარი გაიმართა.