Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-12
მერმა სამუშაო შეხვედრა გამართა

12 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მერის წარმომადგენლებისგან გაწეული მუშაობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია და დასახლებებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. „მიმდინარე წელს, ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მოსახლეობისათვის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები მოგვარდა. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას. ანაკლიის პორტი ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტია. პორტის მშენებლობაზე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც დადებითად აისახება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“ - აღნიშნა მერმა