www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

2017-12-08
USAID-ის წარმომადგენლებმა გამოკითხვა ჩაატარეს
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს (REAP) ახორციელებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა გამართეს შეხვედრა-გამოკითხვა ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებთან,  სასურსათო უსაფრთხოების, თხილისა და სიმინდის მოსავლის რაოდენობის, ხარისხის, დაზიანებების და სხვა მაჩვენებლების შესახებ.
პროგრამის მიზანია სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფa.  კერძოდ, გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების,  სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება, რის შედეგადაც ამაღლდება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხი.  პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას,  შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ - ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს  მომსახურების ცენტრებს,  მწარმოებლებს, სასაწყობე  საწარმოებსა და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.  პროგრამა უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას  გრანტის მიმღებ  მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.
 
2017-12-08
„ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ ყრილობა

8 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ VI ეროვნული ასამბლეა გაიმართა. ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ - ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის გენმდივანი ანდრეას კიფერი, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი, თბილისის მერი კახი კალაძე. ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნებში, დელეგატის სტატუსით, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა მონაწილეობდნენ. ასამბლეაზე საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ახალი პრეზიდენტი აირჩიეს. მომდევნო 3 წლის განმავლობაში NALAG-ს კახი კალაძე უხელმძღვანელებს. „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის“ მიზანია, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია 2004 წლის 17 დეკემბერს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში დაფუძნდა. დაფუძნების პროცესში ჩართული იყო მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია და თვითმმართველობის ევროპული ასოციაცია. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიზნებია: დაიცვას თვითმმართველობის ორგანოთა ინტერესები ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას; ითანამშრომლოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დეცენტრალიზაციის სფეროში; მიაწოდოს კვალიფიციური მომსახურება წევრ თვითმმართველობებს; ხელი შეუწყოს თვითმმართველობების მოხელეთა და არჩეულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სოციალური გარანტიების შექმნას; მოახდინოს ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემათა იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ურთიერთდაკავშირება და არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და მიღწევათა განზოგადება/დანერგვა. ასოციაცია თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ გაერთიანებებთან. „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“ არის საქართველოს მთავრობის პარტნიორი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის თვითმმართველობათა პალატაში დელეგაციის წარდგენისას.