www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2017-01-06
ნოჯიხევში დაფნის ფოთლის საშრობი საამქროები გაიხსნა
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში,  „აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებში დაფნის ფოთლის საშრობი საამქროები გაიხსნა. ამხანაგობა „გოდომ“ და ამხანაგობა „იმედმა“ სამთავრობო პროგრამიდან 15-15 ათასი ლარის დაფინანსება მიიღეს. 
დაფნის ფოთლის საშრობ საამქროებში 20 ადგილობრივია დასაქმებული.
საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივნისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა ახალი სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" განხორციელება დაიწყეს.
სამთავრობო პროგრამა მიმართულია წარმოების განვითარებისა და წახალისებისაკენ, რომლის მთავარ მიზანს მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის/არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა წარმოადგენს.