www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2016-09-19
გამგებელი „თანაზიარის” წარმომადგენლებს შეხვდა

19 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის - „თანაზიარის“ წარმომადგენლებს შეხვდა. გამგებელმა, ცენტრის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია, ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის შესახებ. შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში შემავალ მუნიციპალიტეტებში, სოციალური დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში არსებულ პრაქტიკაზე.

2016-09-19
საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი დაიწყო
19 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის 21 საბავშვო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. 8 ბაგა-ბაღში კი, სწავლა, სარემონტო სამუშოების დასრულებისთანავე განახლდება. 
ახალი სასწავლო წლის დაწყება საბავშვო ბაღების პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მშობლებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, გამგებლის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიულოცეს.
 
2016-09-19
ხობელ მოკრივეთა წარმატება

2016 წლის 15-18 სექტემბერს, სომხეთის ქალაქ მარტუნში გაიმართა სომხეთის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი კრივში, სადაც წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის კრივის ჯგუფის მოსწავლეებმა (მწვრთნელ-მასწავლებელი: ე.თოდუა, თ. აბულაძე).
I ადგილი - დიმა ქაჯაია (34 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - გიორგი ახალაია (48 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - ბაკურ ჩიქოვანი (52 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - ნიკა ჯაკონია (60 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - გიორგი ახალაია (68 კგ. წონითი კატეგორია);
I ადგილი - გიორგი ბიგვავა (76+ კგ. წონითი კატეგორია);

I ადგილი - ანნა ხუნჯუა (57 კგ. წონითი კატეგორია);

I I ადგილი - დათა შამათავა (59 კგ. წონითი კატეგორია);

I I I ადგილი - დიმა შეროზია (48 კგ. წონითი კატეგორია);
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს ახალგაზრდა მოკრივეებს, ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას საერთაშორისო ტურნირზე.

2016-09-19
კომისია ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გაეცნო
„სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების უზრუნველყოფის კომისია“, თორსა-დღვაბის, ქვემო ქვალონის და ქ. ხობის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრები მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ადგილზე გაეცნო მათ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. 
ხობის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამა მოქმედებს, რომელიც სოციალურად დაუცველი ოჯახების (რომლებიც რეგისტრირებული არიან მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათას ქულას და რომელთა სახლები ავარიულ მდგომარეობაშია) სახლების შესაკეთებლად ერთჯერადი თანხით დახმარებას ითვალისწინებს. ამ დროისათვის, 14 ბენეფიციარს გაეწია 26 000 ლარის დახმარება.