www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2016-08-22
ეზოების კეთილმოწყობა

ქალაქ ხობში, მერაბ კოსტავას და სტალინის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, ეზოებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი. სამუშაოს, რომლის ღირებულებაც 51409 ლარია, შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.

2016-08-22
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის პროგრამა
საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით აღჭურვის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო კოოპერატივების მიერ შეძენილი, საქართველოში აწყობილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებას განახორციელებს.
სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენისას სახელმწიფოსგან 30%-იან თანადაფინანსებას მიიღებენ.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც რეგისტრირებულია „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ დასახლებებში ან/და რომლის მეპაიეთა არანაკლებ 50%-ს წარმოადგენენ დევნილები, ქალები და ახალგაზრდები, ტექნიკის შეძენისას მისი ღირებულების 40% -ით დაფინანსდება.
ახალი პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ფრაგმენტირებული მიწების კონსოლიდაციით, ფინანსური რესურსის გაერთიანებით და საწარმოო ხარჯების შემცირებით, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროვადებში დამუშავების საშუალებას მისცემს.
სახელმწიფო პროგრამა ხელს შეუწყობს კოოპერატივების მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებას და მოსავლიანობის ზრდას, რაც პროდუქციას კონკურენტუნარიანს გახდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები სახელმწიფო პროგრამაში დარეგისტრირებას ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს გვერდიდან შეძლებენ. http://acda.gov.ge/index.php/geo
 
პროგრამებით  დაინტერსებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის შუძლიათ ადგილობრივ საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის N189, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული, ოთახი N303, ტელეფონი 595 858393.595 858322.