www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 

2016-06-25
შავღელეში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა (ვიდეო)
ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს უფასო სამედიცინო მომსახურება ბათუმის „საზღვაო ჰოსპიტალის“ ექიმებმა გაუწიეს. 
მოსახლეობას კარდიოლოგის, ნევროპათოლოგის, პედიატრის, ენდოკრინოლოგის, ოჯახის   ექიმის მომსახურების მიღება, ლაბორატორიული და ექოსკოპიური გამოკვლევების ჩატარება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. 
ს.ს. „საზღვაო ჰოსპიტალის“ წარმომადგენლებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი შოლინა კანკია შეხვდნენ.
„საზღვაო ჰოსპიტალის“ სამედიცინო დირექტორის განცხადებით მსგავსი აქცია ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც განხორციელდება.
 

2016-06-25
„მარულა-2016“

სამეგრელოში მარულას ტრადიციის აღდგენა დაიწყო - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენაკში საცხენოსნო შეჯიბრს, „მარულა-2016“ დაესწრო. ღონისძიება, რომელიც სამეგრელოში არსებული საცხენოსნო ტრადიციების აღდგენას ემსახურება, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს ცხენოსნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

გიორგი კვირიკაშვილმა ღონისძიების ორგანიზატორებს და თითოეულ მონაწილეს ცხენოსნობის აღორძინების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გამოთქვა იმედი, რომ სენაკი გახდება ცხენოსნობის ერთ-ერთი ცენტრი საქართველოში.
ღონისძიებას, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ლევან შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

სენაკის იპოდრომზე გამართულ  საცხენოსნო შეჯიბრებებში (მარულა, ცხენბურთი, კონკური და ისინდი) ხობის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.  ღონისძიების დაწყებამდე გუბერნატორმა ლევან შონიამ პრემიერ-მინისტრის იპოდრომის გარე პერიმეტრზე განთავსებული ფაცხები დათვალიერებინა, სადაც მეგრული კერძები ადგილზე მზადდებოდა. გაიმართა რეწვის ნიმუშების, სამეგრელოში ცხენოსნობის ტრადიციის ამსახველი ფოტო მასალის და სოფლის პროდუქტების გამოფენა.

ღონისძიება, „ახალგზრდობის წლის“ ფარგლებში ჩატარდა. მიმდინარე წელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.