www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2016-05-24
ბაგა-ბაღებში სასმელ წყალზე ლაბორატორიული კვლევა ტარდება

ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ 29 სტრუქტურულ ერთეულში სასმელ წყალზე ტარდება ლაბორატორიული კვლევა, მოკლე ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე. ლაბორატორიულ კვლევას ლიცენზირებული კომპანია შპს ,,ლაბორატორიული კვლევის ცენტრი" ახორციელებს. ასევე, „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ თითოეული საბავშვო ბაღისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესყიდულ იქნა სამზარეულოს რეცხვად-დეზინფექცირებადი ჰიგიენური მაგიდა.

2016-05-24
სამძიმარი მღვდელ-მონაზონ ბასილ კორტავას ოჯახს
24 მაისს, ტრაგიკულად დაღუპულ, თბილისის სამების საკათედრო ტაძრის მღვდელ-მონაზონ ბასილ კორტავას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ყოვლადწმინდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.