www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

2016-11-30
ხობის გამგეობაში საჯარო განხილვა გაიმართა

30 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში საჯარო განხილვა მოეწყო, რომელსაც მუნიციპალიტეტის საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხობის მუნციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრში მდებარე ცენტრალური სტადიონისთვის პაატა თათარიშვილის სახელის მინიჭების მიზნით, ინიციატორთა ჯგუფმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო კომისიის მოთხოვნით მოეწყო განხილვა და მოსახლეობის აზრთა გამოკითხვა. დამსწრე საზოგადოებამ წარმოდგენილ საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირა.

2016-11-30
საერთაშორისო კონფერენციას ხობის გამგებელი ესწრებოდა

29 ნოემბერს ქ. თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია „სკოლამდელი განათლება საქართველოში: გამოწვევები ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის“ პროექტის ფარგლებში გაეროს ფონდთან და საქართველოში პოლონეთის საელჩოსთან ერთად საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკამ“ ჩაატარა. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევების შედეგები და არსებული პრობლემატიკა გააცნეს და საქართველოში სკოლამდელი განვითარებისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტმა ივნისში მიიღო კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, რომელიც ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ სკოლამდელი განათლების 5, მათ შორის კვების და ინფრასტრუქტურის სტანდარტების განხილვა. დაგეგმილია საბავშვო ბაღების ავტორიზაცია, რომელიც მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის ოქტომბრამდე უნდა დაასრულონ. კონფერენციას, მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.