Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-31
გამგებელმა განსახორციელებელი პროექტები დაათვალიერა

   დღეს 31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული  მიმდინარე სამუშაოები  ბიის, საჯიჯაოს და ახალი ხიბულის თემებში დაათვალიერა. ამ ეტაპისთვის დასრულებულია მხოლოდ საჯიჯაოს კულტურის სახლის გადახურვის სამუშაოები.  პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ოც ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შიდა გზების, სანიაღვრე არხების და წყალგაყვანილობის პრობლემა მოგვარდება. მიმდინარეობს ასევე საბავშვო ბაღების, სპორტული დარბაზების,  მოსაცდელების და სტადიონების კეთილმოწყობისა და საყანე  ფართების შემოკავების სამუშაოები. 

2013-07-31
დევნილთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო,  ხობის მუნიციპალიტეტში აცხადებს იძულებით გადაადგილებულ პირთა  რეგისტრაციას, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე. რეგისტრაციისათვის  პირი (ერთი საოჯახო ნომრიდან ოჯახის ყველა წევრი) უნდა გამოცხადდეს ხობის კულტურის სახლის ფოიეში (მისამართი: ქ.ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა №187) შესაბამისი დოკუმენტაციით (დევნილის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის  პირადობის მოწმობა, დაბადების მოწმობა).