Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2013-07-22
ქ. ხობის ცენტრში მდებარე სკვერის განახლება-კეთილმოწყობა

შპს „შავი ზღვის ტერმინალმა“ ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას უსასყიდლოდ გადასცა რვა საბაღე სკამი, რომელიც ქ. ხობში ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე სკვერში განთავსდა. საბაღე სკამების საერთო ღირებულება 5000 ლარს შეადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით,  ამავე სკვერის კეთილმოწყობისათვის შპს „ხობის დასუფთავება და განათების“  მიერ   10 000 ძირი სხვადასხვა  სახეობის ყვავილი დაირგო. 

 

2013-07-22
გამარჯვებული ხობელი ნორჩი მოჭადრაკეები (video)

 20 ივლისს დასრულდა ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ნანა ალექსანდრიას თასზე. 2013 წლის ფესტივალის გამარჯვებული და ნანა ალექსანდრიას თასის მფლობელი გახდა საერთაშორისო დიდოსტატი ლუკა პაიჭაძე, მე-2 ადგილზე ასევე საერთაშორისო დიდოსტატი ლევან ფანცულაია გავიდა, ხოლო მე-3 ადგილზე კი საერთაშორისო ოსტატი, 2012 წლის ნანა ალექსანდრიას თასის მფლობელი გიგა ყუფარაძე.  ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“  სასპორტო სკოლის ნორჩი მოჭადრაკეებისათვის (მწვრთნელ-მასწავლებელი  ირაკლი გეთია).

    I ადგილის მფლობელები გახდნენ ბლიც-ტურნირში ამირან შონია; ასაკობრივ ტურნირში დიანა ლომაია და თეიმურაზ კვიკვინია.
   III ადგილი  მოიპოვა ლუკა შამუგიამ;
   XIII ადგილი - გიორგი ლატარიამ;
   XVIII ადგილი - სანდრო ბუკიამ.

   ტურნირის ორგანიზატორებმა და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ გამარჯვებულები და მათი მწვრთნელები დააჯილდოვეს თასებით, მედლებით, სიგელებითა და ფულადი ჯილდოებით. აღნიშნული ტურნირი მერვედ ჩატარდა და მასში მონაწილეობდა 9 ქვეყნის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ერაყი, რუსეთი, იორდანია, თურქეთი, ყაზახეთი) წამყვანი მოჭადრაკეები (სულ 400 -მდე მონაწილე).