Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

2013-06-26
ევროპის თასის გათამაშებაში დიანა ლომაიამ I ადგილი დაიკავა

  ურეკში დასრულდა ევროპის თასის გათამაშება 12, 10 და 8 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, რომელშიც 12 ქვეყნის 300-მდე მოჭადრაკე ასპარეზობდა. სამეგრელოს რეგიონიდან ტურნირში 24 მოჭადრაკე მონაწილეობდა. 8 წლის გოგონათა შორის ბრწყინვალედ იასპარეზა ხობელმა დიანა ლომაიამ, მან 9 შესაძლებლობიდან 9 ქულით I ადგილი დაიკავა და ევროპის თასის მფლობელი გახდა.

     სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი მედლების რაოდენობით ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს სხვა რეგიონებს შორის.

     ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს გამარჯვებას პატარა მოჭადრაკეს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.

2013-06-26
გამოშვება ქ. ხობის საბავშვო ბაღებში

     დღეს 26 ივნისს ქ. ხობის N2 და  N3 საბავშვო ბაგა-ბაღებში გამოსაშვები ღონისძიებები ჩატარდა. საზეიმოდ ლამაზად მოწყობილ სცენაზე პატარებმა წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები მუსიკალურ ინსცენირებაში, შეასრულეს ქართული ტრადიციული ცეკვების სხვადასხვა ნომრები, გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგებლის მოადგილეები, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი და   ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმძრდელო გაერთიანების“ დირექტორი ელისო კვიკვინია.  ღონისძიების დასასრულს საბავშვო ბაღის მთავარმა სპეციალისტებმა ნარგიზა ტუღუშმა და თამრიკო დიდიშვილმა სკოლისაკენ მიმავალი გზა დაულოცეს პატარებს.