Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 

2023-02-27
გზების დეპარტამენტი მორიგ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს
ხობის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მორიგ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (ნოჯიხევი - ქ. ხობი) სრული რეაბილიტაცია დაიწყო.
პროექტის შესაბამისად: დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გაბიონი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, ავტოპავილიონი, არხები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, განთავსდება საგზაო ნიშნები.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 მილიონ 582 ათას ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პრაიმ ბეტონი“ აწარმოებს.