Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728 

2023-02-17
სწავლება საგანგებო მართვის გეგმის საკითხებზე
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საგანგებო მართვის მუნიციპალური გეგმის მომზადების საკითხებზე სწავლება გამართა. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით, ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროგრამა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისაგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), ასევე, საქართველოს, შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.სწავლების მთავარ მიზანს ხობის მუნიციპალიტეტების მერიის ხელმძღვანელი პირების და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლების მომზადება და მუნიციპალური საგანგებო მართვის გეგმის შემუშავება წარმოადგენდა. სწავლებაში, ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა.