Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2022-10-25
საზეიმო ღონისძიება "მე მიყვარს ხობი"
ხობის ცენტრალურ პარკში მერიის მხარდაჭერით და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ღონისძიება - “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. 
ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო, სპორტულ-გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხობელი ხელოვანის, ირაკლი შონიას ნამუშევრების გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზრუნავდნენ კოსტიუმირებული ანიმატორები. გაიმართა პირველობები ნარდში, მკლავჭიდში, ჭადრაკსა და მაგიდის ჩოგბურთში.
კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით. მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოური სიმღერებით ოთო ნემსაძე და ჯგუფი „ლიმბო“ წარდგნენ.
საზეიმო საღამო დიჯეი ზუქეის კონცერტით გაგრძელდა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ.
#მემიყვარსხობი