Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2022-10-19
მერიასა და „ფაზისს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ კოლეჯ „ფაზისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და კოლეჯ „ფაზისის“ დირექტორმა ნინო ბაკურაძემ მოაწერეს ხელი. 

მემორანდუმის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყობს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის - ,,სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მოდულების შესრულებას ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში. 

მერია ხელს შეუწყობს კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებს, რათა ისინი გაეცნონ რეალურ გარემოს და გამოცადონ აკადემიურ გარემოში შეძენილი კომპეტენციები (ცოდნა და უნარები).

https://www.facebook.com/media/set/?vanity=KhobiMunicipality&set=a.475784307913494

2022-10-19
დგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკური ადმინისტრაციულ ერთეულში ასოციაცია „მერკურის“ ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით „ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ; ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და ასოციაცია „მერკურს“ შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოიცავს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.