Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

2022-10-17
ჭალადიდში Სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში რაჰიპ მამედოვის ძეგლის,  მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დასრულდა.
განხორციელებულ სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.
1987 წელს, სოფელ ჭალადიდში წყალდიდობის დროს, აზერბაიჯანელმა ახალგაზრდამ რაჰიპ მამედოვმა არაერთი ადგილობრივის სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი სამაშველო ღონისძიებების გატარების დროს დაიღუპა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 81 000 ლარია; სამუშაობს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „აფო“ აწარმოებდა.

https://www.facebook.com/media/set?vanity=KhobiMunicipality&set=a.474456668046258