Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2022-09-18
პირველობა ფეხბურთსა და რბენაში
საქართველოს ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" ორგანიზებით, პაატა თათარიშვილის სახელობის ხობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ჭაბუკთა და გოგონათა გუნდების მონაწილეობით საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა; ხოლო ცენტრალურ პარკში მუნიციპალიტეტის პირველობა გაიმართა რბენაში.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი და "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი  ირაკლი მეძმარიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მერის მოადგილე დავით ბერაია და „სპორტი ყველასათვის“ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მაია აზარაშვილი ესწრებოდნენ. 
სპორტულ შეჯიბრებებში მუნიციპალიტეტის სკოლების 200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. 
სპორტული ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

https://www.facebook.com/media/set/?vanity=KhobiMunicipality&set=a.451032580388667