12 აპრილს, ქალაქ ხობში, ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. შეჯიბრებაში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 16 გუნდი მონაწილეობდა. პირველობის გამარჯვებული ხეთის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი ახალი ხიბულის N2 სკოლამ, ხოლო მესამე ადგილი შუა ხორგის საჯარო სკოლის ნორჩმა ფეხბურთელებმა დაიკავეს.
სპორტულ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
პირველ, მეორე და მესამე ადგილოსანი გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სპორტული პირველობა ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ კოლხეთის“ ორგანიზებით განხორციელდა.