www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

2021-04-06
6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება
საქართველო მერვედ უერთდება გაეროს ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული, აღინიშნება როგორც სპორტის საერთაშორისო დღე, სახელწოდებით - „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“.
ხობის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეჯიბრებები გაიმართა მძლეოსნობასა და შაშში.
კულტურის სახლის მცირე დარბაზში თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სპორტსმენებსა და მწვრთნელებს შეხვდნენ და სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცეს. ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
 
2021-04-06
კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილებას ტექნიკა გადაეცა
სსიპ კოლეჯ „ფაზისის“ ხობის განყოფილებას პროექტის ,,საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და ტრენინგის სისტემის მოდერნიზაცია (მე-2 ეტაპი)“ ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ინვენტარი გადაეცა.
კოლეჯში სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროგრამა „მემცენარე და ფერმერი“ ფუნქციონირებს. აღნიშნულ პროფესიას ადგილობრივი სტუდენტები ეუფლებიან.
ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ და „გაეროს განვითარების პროგრამის“ წარმომადგენლები კოლეჯ „ფაზისის“პედაგოგებს, სტუდენტებს შეხვდნენ და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაათვალიერეს.
პროექტს „გაეროს განვითარების პროგრამა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს“ დაფინანსებით ახორციელებს.
კოლეჯში, ახალი სასწავლო წლიდან აგრომაქანიკოსისა და მებაღეობის პროგრამა ამოქმედდება.