www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2021-03-27
ხობში მცხოვრებ თოთხმეტ პირს ეტლები გადაეცა

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ. საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა და ბუღალტერმა ნონა სოსანაშვილმა საჩუქარი 14 მოქალაქეს გადასცეს, ხოლო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის“ წარმომადგენელმა 5 სოციალურად დაუცველ ეტლით მოსარგებლეს სურსათის კალათა. ეტლების გადაცემის პროცესს, მაჟორიტარ დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, რომელიც 28 წელზე მეტია არსებობს და აერთიანებს სახელოვან, ღვაწლმოსილ ქალბატონებს, მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მათ შორისაა შშმ პირთათვის დახმარების აღმოჩენა. 2020 წელს საერთაშორისო ასოციაციამ ეტლები ხობის მუნიციპალიტეტში 7 მოქალაქეს გადასცა.
Facebook