www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2021-03-24
მეუფე გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევიდან 25 წელი შესრულდა
24  მარტს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილის) ეპისკოპოსად კურთხევიდან 25 წელი შესრულდა. 
   საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ხობის  ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების დედათა მონასტერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად სამადლობელი ლოცვა აღავლინა.
   პარაკლისს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
   მეუფე გრიგოლის ეპისკოპოსად კურთხევის საიდუმლო 1996 წელს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღსრულდა. 
   ხობის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მეუფე გრიგოლს და ფოთისა და ხობის ეპარქიას მეუფის ეპისკოპოსად კურთხევის საიუბილეო თარიღს. უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, რათა კიდევ მრავალი წელი ქრისტესმიერი სიყვარულით გვიწინამძღვროს ცხონების გზაზე.