www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2021-03-20
ახალგაზრდობის პოლიტიკის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით "მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის" რეფორმაში მონაწილე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო ხასიათის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.

"მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის" რეფორმა გულისხმობს ახალგაზრდული სამსახურების გაძლიერებას, ადამიანური რესურსის გადამზადებას, ახალგაზრდული საჭიროებების შესწავლასა და მასზე დაფუძნებით სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შექმნას.

,,ახალგაზრდობის სააგენტო“ საქართველოს რეგიონებში აქტიურად მუშაობს მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიმართულებით.

სამ წლიანი რეფორმის ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს - „მუნიციპალური ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების“ ქვეპროგრამას, რომელიც ბენეფიციარ მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საკითხებზე პასუხისმგებელი სპეციალისტების ახალგაზრდობის კოორდინატორებად გადამზადებას და ახალგაზრდობის პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის შექმნა/რევიზიას ითვალისწინებს.