www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2021-03-19
დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის თაობაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის უფლებამოსილებებთან ერთად, გააცნეს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში განხორციელებული უახლესი ცვლილებები და ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენციები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის წახალისების საკითხებზე, ასევე - თვითმმართველი ორგანოების სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესაბამისობაზე თანასწორობის პრინციპთან. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც შეხვედრის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, გამოეხატათ საკუთარი მოსაზრებები და მიეღოთ პასუხები შეხვედრის განმავლობაში განხილული ცალკეული საკითხების შესახებ. გარდა ამისა, მხარეებმა გამოთქვეს ერთმანეთთან სამომავლო თანამშრომლობის მზაობა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა, ორგანიზატორებისა და თითოეული მონაწილის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ჩატარდა კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით.
 
2021-03-19
დასუფთავების აქცია ხობში
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასუფთავების აქცია გაიმართა
ადგილობრივმა მოსახლეობამ და მერიის თანამშრომლებმა წინასწარ შერჩეული ადგილები დაასუფთავეს.
დასუფთავების აქცია ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში პერიოდულად გაიმართება.
ნარჩენების გატანას შპს „ხობი დასუფთავება და განათება“ უზრუნველყოფს.
აქცია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.