www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2021-03-17
ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზა წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემებს უქმნიდა.გზის რეაბილიტაციის შესახებ ინიციატივით ადგილობრივმა მოსახლეობმა მერიას მომართა.ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 955 974 ათას ლარს შეადგენს.პროექტის შესაბამისად დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები და აშენდება გაბიონი.გზის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერის წარმომადგენელი თეიმურაზ კაკულია გაეცნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.2013 წლიდან დღემდე ხობის მუნიციპალიტეტში 110 კილომეტრამდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.


Facebook