www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2021-03-05
ხობის მუნიციპალიტეტში დასახლების კრებები დასრულდა
 5 მარტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის, საჯიჯაოს და ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.
 
დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.
 
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
 
მერმა კრების მონაწილეებს მუნიციპალიტეტის დასახლებებში განხორციელებულ, მიმდინარე, დაგეგმილ პროექტებზე და მუნიციპალურ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია.
 
საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოუყო.
facebook