Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

2021-03-01
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები დაიწყო

1 მარტს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის, ხეთის და თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა.
დასახლების საერთო კრებებს და მოსახლეობასთან კონსულტაციებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
კრების მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით სოფლისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.

სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში“ მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. მოქალაქეთა მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

2 მარტს დასახლების კრებები მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართება შემდეგ სოფლებში:

პირველი გურიფული - 11 სთ.

მეორე გურიფული - 12 სთ.

ბულიწყუ - 11 სთ.

საკვიკვინიო - 12 სთ.

ჭიხუ - 13 სთ.

გაღმა ქარიატა - 11 სთ.

გამოღმა ქარიატა - 12 სთ.

გაღმა შუა ხორგა - 11 სთ.

გამოღმა შუა ხორგა - 12 სთ.

ყორათი - 13 სთ.