ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციულ ერთეულში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ განახორციელა. გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ თორსა-დღვაბაში მცხოვრებ 400-ზე მეტ ოჯახს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
facebook