Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2020-07-14
მინისტრის მოადგილე პროფესიულ სასწავლებელს ეწვია

დასავლეთ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი კოლეჯ „ფაზისის“ ხობის (ნოჯიხევის) განყოფილებას ეწვია. მინისტრის მოადგილე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქაჯაიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად, სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო და კოლეჯის პედაგოგებს და სტუდენტებს შეხვდა. სასწავლებელში სამი გრძელვადიანი და 13 მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა ფუნქციონირებს. სასწავლებელი სრულად არის კეთილმოწყობილი და აღჭურვილი თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. კოლეჯი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს დაეუფლონ სხვადასხვა პროფესიას და გახდნენ კონკრეტული დარგის პროფესიონალები.

Facebook