Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2020-07-09
ხობში, პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის - „კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკის შემცირება საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის რეგიონულმა კოორდინატორმა ლევან ბუსქანძემ საქართველში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების გზებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტი პროექტის ერთ-ერთ სამიზნე მუნიციპალიტეტს წარმოადგნეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტები განხორციელდება. აღნიშნულ პროექტს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, „გაეროს განვითარების პროგრამის“ (UNDP) მხარდაჭერით და „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) დაფინანსებით ახორციელებს.
facebook