Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

2020-07-06
ხობში, კოლხური ხოხბის მეურნეობა მოეწყო

ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ველური ბუნების სააგენტომ კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოაწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებს და ადმინისტრაციულ შენობას. გარეულ ფრინველთა მეურნეობა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, სააგენტოს წარმომადგენელთან გოგი ქირიასთან ერთად დაათვალიერეა. ფერმაში კოლხური ხოხბები და ხონთქრის ქათმები ჰყავთ. სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე 1000 ფრთამდე ხოხბის ნამრავლს გამოზრდიან. მეურნეობაში საკვები ბაზის უზრუნველსაყოფად წელს 10 ჰექტარზე დაითესა სიმინდის მარცვალი. სამომავლოდ იგეგმება მზესუმზირის დათესვა და მცენარეთა ენდემური ჯიშების სანერგეების მოწყობა. კოლხური ხოხობი საქართველოს ენდემური სახეობაა. სამწუხაროდ, კოლხური ხოხბის პოპულაცია დღითი დღე მცირდება. მეურნეობის საქმიანობის ძირითად მიზანს კოლხური ხოხბის გამრავლება და ბუნებაში გაშვება წარმოადგენს.
Facebook