საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ქალაქ ხობში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გახსნა.
ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.
ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის აშენებული და ინვენტარით აღჭურვილი.
გადაუდებელი დახმარების ცენტრი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხით აშენდა.
ცენტრის მშენებლობაზე 270 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა.
Facebook