Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2020-03-31
ზვიად გამსახურდიას დღეს, 81 წელი შეუსრულდებოდა

31 მარტი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მემორიალურ სახლს, სადაც ეროვნულმა გმირმა, ზვიად გამსახურდიამ თავისი ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა, 2018 წლის 3 აგვისტოს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მემორიალური სახლის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია და ის, ფონდ „ქართუს“ დაფინასებით ხორციელდება.

Facebook

2020-03-31
ხეთაში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 502 ათასი ლარია. პროექტი გარდამავალია და ის ორ ეტაპად (2020 და 2021 წლებში) განხორციელდება (https://tenders.procurement.gov.ge/public/?lang=ge)
ხეთაში გზის რეაბილიტაციისთვის თანხა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

2020-03-31
ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით პროექტები ხორციელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ სოფელ ძველ ხიბულაში, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, რომლის რეაბილიტაციასაც ფონდი ,,ქართუ“ ახორციელებს.
მემორიალურ სახლ-მუზეუმთან ერთად ფონდი ,,ქართუ“ ძველ ხიბულაში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. კერძოდ, მუზეუმის გვერდით შენდება წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი. ტერიტორიაზე, ასევე, აშენდება სამრევლო სკოლა და სამრეკლო, მოეწყობა სკვერი.
სოფელში ფონდმა „ქართუმ“ უკვე დასრულდა 60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი, ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობა.