www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2020-03-18
მოხალისეებმა პლაკატები გააკრეს და ბანკომატები გაწმინდეს

მეორე დღეა, ხობის მუნიციპალიტეტში, ახალი კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფის წევრები, „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენლებთან ერთად, მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს აცნობენ და საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებენ.

დღეს, მოხალისეებმა ხობის ქუჩებში საინფორმაციო პლაკატები გააკრეს და ბანკომატები სპეციალური ხსნარით გაწმინდეს.

პლაკატებზე, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (1505), დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (116 001), ხობის მუნიციპალიტეტის მერიის (599 85 60 99) და “ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" (595 95 61 48) ცხელი ხაზის ნომრებია მითითებული.

ნებისმიერი შეკითხვის ან ეჭვის შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დარეკონ აღნიშნულ ნომრებზე.

#StopCoV

Facebook

2020-03-18
მოხალისეებმა ბავშვებს კვების პროდუქტები მიუტანეს

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გამოცხადებული არდადეგების გახანგრძლივების შედეგად, საწყობებში არსებული კვების პროდუქტები სოციალურად დაუცველი აღსაზრდელების ოჯახებზე გადანაწილდა.

25 საბავშვო ბაღის 201 აღსაზრდელის ოჯახს სხვადასხვა დასახელების პროდუქტი გადაეცემა.

კვების პროდუქტების ადგილზე მიტანას, საბავშვო ბაღის და „ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ წარმომადგენელთან ერთად, მოხალისეთა ჯგუფი უზრუნველყოფს.

#StopCov

 

Facebook