Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829

2020-02-27
შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

თბილისის საკრებულოში, პროექტის „საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა“ ფარგლებში, საქართველოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტი ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ქალთა ოთახების სტანდარტიზაცია და მასშტაბების გაზრდა’’ ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით ხორციელდება და საქართველოს 29 მუნიციპალიტეტში მუნიციპალური სერვისის - „ქალთა ოთახების“ არსებული მდგომარეობის შეფასებას ისახავს მიზნად. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერიის გენდერული თანასწორობის საკითხებში სპეციალისტი თამუნა სიჭინავა, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, საკრებულოს დეპუტატები, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და მერსი ქორპსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მუნიციპალური სერვისი “ქალთა ოთახები”, როგორც მუნიციპალური მომსახურებისა და დახმარების რესურს-ცენტრი, რამდენიმე რეგიონში სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების დასახმარებლად გაიხსნა. გაფართოებული სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.