Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829

2020-02-19
ხობის სოფლებში კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია დასრულდა

✔ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია დასრულდა
✔მუნიციპალიტეტის სოფლებში რეგისტრირებულმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით დასახლებისათვის პრიორიტეტულ პროექტებს დაუჭირეს მხარი.
✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო.
✔ხობის მუნიციპალიტეტის 39 სოფელში ჩატარდა დასახლების კრების სხდომა, ხოლო 17 სოფელში გაიმართა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაცია
✔დასახლების საერთო კრება არის მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შესაბამის დასახლებაში რეგისტრირებული ამომრჩევლის ამ დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და აღნიშნული მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიციირების პროცესებში ქმედით ჩართულობას.
facebook

2020-02-19
ძველ ხიბულაში მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა

19 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტის შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით სოფლის ცენტრში სკვერის მოწყობის შესახებ საპროექტო წინადადებას დაუჭირა მხარი. ძველ ხიბულაში მოსახლეობასთან კონსულტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო. მერმა და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ძველ ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით აშენებული, 60 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერეს.
Facebook