Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829

2020-02-18
ქვემო ქვალონში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება. ძველი სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 95 ათას ლარს შეადგენს. პროექტის შესაბამისად მოეწყობა მოსწავლეთა და პედაგოგთა ოთახები, ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა-წიგნსაცავი, ექიმის კაბინეტი, კვების ბლოკი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული ზოლი. სკოლის მშენებლობის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია გაეცნო. სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება მოწყობილი; ხოლო სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესი კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართება.
facebook

2020-02-18
ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასახლების კრებები ჩატარდა

18 თებერვალს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ბია, ზემო ბია, ბია-საშონიო, ნოჯიხევი, დასახლება, ზენი, ნაფოშტუ, კუთხე ნოჯიხევი, გვიმარონი, ჭითა უშქური, ზემო ქვალონი, საალანიო-საფაჩულიო და სახოჭოლავო) დასახლების კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაცია გაიმართა. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სარწყავი სისტემები; სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ. ); სანიაღვრე არხები; ნაპირსამაგრი სამუშაოები; გზები და გზისპირა მოსაცდელები; ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; გარე განათება; სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; ამბულატორიის შენობები; სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; მინი-ჰესების მოწყობა და რეაბილიტაცია. სოფლებში გამართულ კრებებს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციებზე მოქალაქეებმა ღია კენჭისყრით ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საპროექტო წინადადებებს დაუჭირეს მხარი. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N2752 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განსახორციელებლად 784 ათასი ლარი გამოეყო. ხობის მუნიციპალიტეტის 46 სოფელში ჩატარდა დასახლების კრება და გაიმართა მოსახლეობასთან კონსულტაცია.
#სოფლისპროგრამა2020
Facebook