7 თებერვალს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დღეს აღნიშნავს. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ხობის მონასტერში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად წირვა-ლოცვა აღავლინა.
ღვთისმსახურებას, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, მეუფე გრიგოლს ანგელოზის დღე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეპარქიის სამღვდელოებამ მიულოცა.
Facebook