Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2019-12-30
ხობში საახალწლო კონცერტი გაიმართა

30 დეკემბერს, ქალაქ ხობში სადღესასწაულო განწყობა სუფევდა. ცენტრალურ პარკში დრამერების შოუ გაიმართა. შოუს დასრულების შემდეგ,მაყურებლებმა კულტურის სახლის დიდ დარბაზშიგადაინაცვლეს, სადაც ანსამბლ „კოლხეთის“, ბენდ ოქროს ხმის“ და ჯგუფ Seenთეზი“ -ს მონაწილეობითკონცერტით გაიმართა.
დამდეგი ახალი წელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, ედიშერ ჯობავამ მიულოცეს.
სადღესასწაულო საღამო DJ გიორგი გუგავას მუსიკალური პროექტით „Shveba“ გაგრძელდა.
ღონისძიება გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

2019-12-30
საკრებულოს სხდომაზე 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა
30 დეკემბერს გამართულ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი: ხობის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა. ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტს - სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და სკოლამდელი განათლება წარმოადგენს. ბიუჯეტის შემოსავლები 10 მილიონ 92500 ლარით განისაზღვრა.
სხდომაზე, ასევე დამტკიცდა „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის“ და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ მუნიციპალური პროგრამები. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების პროგრამას დაემატა ორი ქვეპროგრამა, კერძოდ: აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებზე წელიწადში ორჯერ გაიცემა 300-300 ლარი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების შინმოვლის თანადაფინანსება.
საკრებულოს სხდომას საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილეები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მერმა გ. ქაჯაიამ საკრებულოს წევრებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ. მერმა 2019 წელს სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებზე და ეკონომიკის სფეროში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. საკრებულოს, 2019 წლის ბოლო სხდომა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის აჟღერების შემდეგ დახურულად გამოცხადდა.
2019-12-30
ბენეფიციარებს სადღესასწაულო ნობათი გადაეცათ

30 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ხობის უმწეოთა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეძენილი საახალწლო ნობათი 135-მა ბენეფიციარმა მიიღო. ხობის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო მომავალშიც გააგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობას და საქველმოქმედო აქციების ხელშეწყობას.