Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2019-12-25
ხობში ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

25 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო. ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი დაჩი ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ. საღამო სადღესასწაულო კონცერტით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე ახალგაზრდა შემსრულებლები ქართული და უცხოური სიმღერებით წარსდგნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს. ხობელ სპორტსმენებს პირად ანგარიშზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა ჩაერიცხებათ. წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა. ქალაქის ქუჩებში ახალი ციმციმები, ილუმინაციები და დეკორაციები დამონტაჟდა. საახალწლო ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში 31 დეკემბრამდე გაგრძელდება და ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი და საბავშვო ღონისძიებები გაიმართება. საახალწლო საღამო ფეიერვერკით დასრულდა.
Facebook