Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2019-12-21
პროექტი „ქუჩის რაგბი“ ხობში

საქართველოს რაგბის კავშირის პროექტი „ქუჩისრაგბი“ დიდი ხანია დედაქალაქის ფარგლებს გასცდა და ამ უქმეებზე ხობს ეწვია.

  21 დეკემბერს, მოქმედი და ვეტერანი მორაგბეები, მათ შორის ბორჯღალოსნები ხობს სტუმრობდნენ და ცენტრალურ სტადიონზე ხობის, მარტვილის და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა გუნდებს ქუჩის რაგბის წესები გააცნეს.

 ტრადიციულად, თავდაპირველად გამოცდილმა მორაგბეებმა იბურთავეს, წესების გაცნობის შემდეგ კი, თამაშში ადგილობრივებიც ჩაერთვნენ.

ხობში „ქუჩის რაგბის“ ტრადიციად ქცევის მიზნით, ნორჩ მორაგბეებს საჩუქრად ბურთებიგადაეცათ.

სპორტულ ღონისძიებას საქართველოს რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების მენეჯერი სიმონ მაისურაძე და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ.