Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2019-12-19
ეკოიდეების კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ხობიnews”-ის პროექტის ”მეტი ნდობა სიკეთის გასაკეთებლად" ფარგლებში გამოცხადებული იდეების კონკურსის: „უსარგებლოდან სასარგებლომდე" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ხიბულის ახალგაზრდული იდეა - ახალგაზრდული ცენტრის კეთილმოწყობა მეორადი ნივთების გამოყენებით
საჯიჯაოს ახალგაზრდული ჯგუფის ,,აისის“ იდეა - სკოლის ეზოში მეორადი ნივთების გამოყენებით სკვერის მოწყობა
ქარიატის ახალგაზრდული ჯგუფის ,,ეკოქარის“ იდეა - მეორადი ნივთების გამოყენებით სკოლის ინტერიერის გალამაზება და საახალწლოდ მორთვა
ზემო ქვალონის ახალგაზრდული ჯგუფის იდეა - ,,ჩანაფიქრის ანარეკლი“ მეორადი მასალისგან ტურისტებისთვის სუვენირების შექმნა
ხეთის ახალგაზრდული ჯგუფის ,,ტყის მცველების“ იდეა - სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა მეორადი ნივთების გამოყენებით
ხობის N1 საჯარო სკოლის ახალგაზრდული ჯგუფის ,,ეკობავშვების“ იდეა - სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა და განახლება ქვებისა და მეორადი ნივთების გამოყენებით
ხობის მოსწვლე-ახალგაზრდობის ცენტრის ,,ეკო-კლუბის“ იდეა - ცენტრალურ პარკში ქუჩის ბიბლოთეკის მოწყობა .
კონკურსის მიზანს ნარჩენების მართვასა და გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალგაზრდების მონაწილეობა წარმოადგენს.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა, საკრებულოს წევრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალგაზრდული იდეები შპს „ფიგარომ“, შპს „მკურნალმა“, შპს ხობი 2005“-მა და „ხობიnews” -მა დააფინანსეს.
2019-12-19
ოჯახში ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ფოთის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მოსახლეობასთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ოჯახში ძალადობისა და ტრეფიკინგის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
 
პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ შეხვედრის მონაწილეებს ოჯახში ჩადენილ დანაშაულზე, ძალადობის ფორმებზე და დაზარალებულის უფლებებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე, ისაუბრა სამართალდამცველებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, საზოგადოების როლზე ამ ტიპის დანაშაულთან ბრძოლისა და გამოვლენის საქმეში. 
 
შეხვედრა ინტერაქტიულ  ფორმატში  ჩატარდა და პროკურორმა დასმულ შეკითხვებს გასცა პასუხი.