Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2019-12-17
კონკურსი ,,მწვანე ჯილდო"

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, კონკურსში - ,,მწვანე ჯილდო" გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღის მეთოდისტი მარინა იზორიამ წარმატებით გაიარა კონკურსის ორივე ეტაპი და 10 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა

კონკურსი მიზნად ისახავდა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობას და იმ აღმზრდელ-მასწავლებლებისა და მეთოდისტების წახალისებას,
რომლებიც აქტიურად იყენებენ ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე
 ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის,
ძეგლთა დაცვის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია ესწრებოდნენ

კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელდა.

2019-12-17
თორსის გზაზე ბეტონის საფარი დაიგო
ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბუკიოში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. 
✔ 1.6-კილომეტრზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი
✔ ამოიწმინდა სანიაღვრე არხები
✔ მოეწყო რკინა-ბეტონის მილები
✔ პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 587130 ლარი შეადგინა
   2018 წელს, თორსა-დღვაბაში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია (ცემენტ-ბეტონის საფარის დაგება) განხორციელდა.