Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2019-12-16
2019-12-17-_-_46-27_pm
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 19 ნოემბრის N223/ნ ბრძანებით სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლას დიდი მეცნიერის, ილია ქვარცხავას სახელი მიენიჭა.
ილია ფილიპეს ძე ქვარცხავა დაიბადა 1909 წლის 16 მარტს, ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში (გაღმა საჯიჯაოში), მასწავლებლის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ხობის შვიდწლიან სკოლაში, ხოლო საშუალო განათლება - ახალ სენაკში.
1925 წელს ი. ქვარცხავა შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც 1930 წელს წარჩინებით დაამთავრა. ამავე წელს მას მიეცა რეკომენდაცია ასპირანტურაში შესასვლელად. 1931 წელს იგი მიავლინეს მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებულ ფიზიკის ინსტიტუტში.
1934 წელს ი. ქვარცხავამ მოსკოვის უნივერსიტეტში წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ელექტრონული განმუხტვის ინერცია და წყვეტილი განმუხტვის ახალი სახე“ და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
1936 წელს იგი დანიშნეს ექსპერიმენტული ფიზიკის კათედრისა და ერთდროულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგახსნილ ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში - ელექტრონული მოვლენების ლაბორატორიის გამგედ. 1938 წლიდან ი. ქვარცხავა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ დანიშნეს, შემდეგ კი - დეკანად. 1946 წლის მარტიდან ი. ქვარცხავა სხვა ქართველ ექსპერიმენტატორ ფიზიკოსებთან ერთად გადადის სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში, სადაც ფართოდ გაიშალა მისი სამეცნიერო მუშაობა. მან მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება, ერუდიცია და დაუშრეტელი ენერგია 29 წლის მანძილზე სოხუმის ინსტიტუტში ფიზიკის განვითარებას შეალია.
ერთ-ერთ ფიზიკურ მოვლენას, რომელიც ქართველმა მეცნიერმა შეისწავლა და შემდგომ ამერიკელმა მეცნიერმა მაკმილანმა დაადასტურა, ქვარცხავა-მაკმილანის ელექტრო-დინამიკური აჩქარების ეფექტი ეწოდა.
ილია ქვარცხავა გარდაიცვალა 1975 წლის 17 იანვარს, სოხუმში.