Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/khobi/connect_user.php on line 2
ხობის მუნიციპალიტეტის მერია
www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-www.khobi.ge-
სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

2019-12-12
მყარი ნარჩენების მართვის თემაზე შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში, მყარი ნარჩენების მართვის მხრივ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, PMCG-ს უფროსი კონსულტანტი ვანო თავაძე და მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ანტონ ვარდია ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, მუნიციპალური ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე ისაუბრეს. საქართველოს მთავრობასა და გერმანულ ორგანიზაცია KFW-ს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი მყარი ნარჩენების მართვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით იწყება პროექტი „მყარი ნარჩენების მართვის ინტეგრირებული პროგრამა“. პროექტი ოთხწლიანია და მას გერმანული კომპანია FITCHNER-ი და „პოლიტიკისა და მართვის საკონსულტაციო ჯგუფი“ განახორციელებენ.
Facebook